пятница, 29 апреля 2011 г.

პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Gogeshvili

https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEj2_uI9eCSbHR5gQxYjv4wvTZfV2TNidaXw3SX-5k20mKAg_SHf8oORNVB5A0CLK7xAE-2esO79BENTVJ4_UV8UgUKnFK7VuvDmo6xHRuw7dE_nI3PYbbtCPNOXxZCMGqn5d_W2lN3d8xaC/s400/PKDAF.jpg
https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiDzb-LAmyfbH2neRFEa4X7pNVMkc2FK0nfuRRRSYnwUGtNRnfRgjJDcESB8ORS5pOKuFslOCL-twSPgq920I2DgukWZpxs7rlijrGiUAn21FdDgCftNKg7emrFMVvnXf7TyXFEVaBoLcGo/s400/TITF.jpg
https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjdK0zy_D0xZT4L9CPO3L_Zs2QF0gV9O8zf74t0XDxEFBjdYD51zA5NBEkTowuH9xIIDUl-PMqJwKk9PZnvtH9hT-veefU5TBwFCbuWLGqUJ8LaoNIBaRuu1u48wEPAZHgBVCsADukS7dLW/s400/LEQS.jpg

და ლექსებით დაგეშილი...
შეარხია ნერვმა წარბი და
ჩამოწვა ზვავად,
ეხ, რამდენი თავგასული
იქცა უცებ გვამად,
თუმც ქველობა განა ყველგან
სხვა სიავეს ლაგმავს,
აგერ, მადლი მატლად ექცა
ვაზის ფესვებს ჩაგრავს...

აგერ, შენი სანდო პირი
დასჩვევია ღალატს,
აგერ შენი ერთგულებით
მიტაცებულს ფარცხავს,
კვირტი ტოტზე შემართულა,
მკერდში უდევს მასრა,
ჰა, საცაა იფეთქებს და
თვალებს დათხრის მზაკვარს...

ბოლოს, მაინც გაზაფხული
გირჩევნია ზამთარს,
კვირტი ვაზზე განაბული
სამამულე რქადა...
მარადიულ სევდის ბაღში,
ქარი ზღაპარს ქარგავს,

და ლექსებით დაგეშილი

არ ეჭმევი ჯავრსა...

https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhdgud_M-UcBsCBo544ioR4OByDBQt3vFQ4ZZqJPOErm28uzKH9RKjDW5JFTXgNTPL2K4dJ-Jutajha3hFucbMWAXCD4TfDmux7vm7NZP0b-8sPrRgMEqbEB3lT9__0sT4t63Ze6C6IwZYN/s400/L1.jpg

***
სიტყვა-ქარიზმა
ეჰ, ჩემო კარგო!..
იტყოდა ხოლმე ზოსიმე ბერი:
რირა-ორირას ხმითაც გარითმავ
პოეტი სხვაა, _ ერიც და ბერიც;
ციურ სავანით შემოსილი
სიტყვა-ქარიზმა

***
თუმც გარეგნულად მოგავხარ ეულს...
უცნობ თანამოსაგრეს..
შენ ეჭიდები საკუთარ სხეულს,
გინდა გამოწვრთნა ამაყი ნება
იყო მოქნილი და გარდისახო,
სულსა ნაწამებს მიეცეს შვება...

შენ ეჭიდები საკუთარ სხეულს,
ცდილობ, რომ იყო გამრჯე, ამტანი,
სტოიციზმს ამგვარ ჭირთათმენაში
მთელი სპექტრი აქვს ნაჩეკ-ნაბარტყი...

შენ არ ხარ მარტო, შენა ხარ შვიდი...
და იქნებ მეტიც, მთელი ლაშქარი...
შეგრძნება შენში აღმატებულის,
რომ არ ხერხდება საწყენი არი...

შენ ეჭიდები საკუთარ სხეულს,
გონება კაცის გახლავთ თამამი,
თუმც გარეგნულად მოგავხარ ეულს,
ბოლომდე დარჩი ლელოს გამტანი!

***
გადაუფრინა ჭიამაიამ...
ქვეყანა თვლემდა,
გასცლოდა ქანცი,
კაცი კაცითა, ღობე კი ქაცვით _
მცნებად კი ჰქონდათ...
ახსოვდათ არც კი,
სიკვდილიც თვლემდა, დღე იდგა ბაცი...

ერთურთს,
შემთხვევით შერჩენილ ვაჟთა,
შემოხარჯვოდათ ალღო, უნარი...
და ქუჩა-ქუჩა განთესილ ქალთა,
ერეკებოდათ ვნება-აფთარი...

სიმარტოვისკენ გარბოდა კაცი,
სიმარტოვეში სურდა განბანა,
დინება დუნე და მაინც ანცი,
დრეკდა _ მიბმოდა ცხოვრების ბაგას...

სასოწარკვეთა შეჰყროდა მიწას,
იდგა გნიასი და რია-რია,
სიცოცხლე თვლემდა,
სიკვდილის მიჯნას
გადაუფრინა ჭიამაიამ...

და კვალსა ამას კრთოდა იმედი,
კოსმიურ ნისლებს მოჰქონდათ შვება,
იქ ირთვებოდა რწმენა და ხვედრი,
იგავ-არაკი განკითხვის დღეთა...

***

https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhVJLT8Y4L__NfMBe9hOzluyO1rqhHoyWFefBjPk7hyphenhyphenWbEztx8gXnWtOk5l755TLqL5KDsTQSEscf8Mopq4mXqHl879fvFcpDf3UC8CM5wU4Gj2VNn7mAHbXFvrN4lSYJRMiCxpC3smsiSF/s400/L2.jpg

***
ცოდნას რომელიც მოგვყვება ციდან
ზეციურ სიმბოლოებს
და რა თქმა უნდა, გაქვთ რაღაც წესი,
თქვენ რომ იცით და ჩვენ არ გვკარნახობთ,
რისთვის ყოვნდებით, ხომ ხედავთ ფესვი,
ვეღარ გავიდგით თქვენს საამაყოდ

რაღაც ისეთი გამოგვრჩა ვგონებ,
რაც გაჩენამდე გვალაღებს ფიქრით:
რა მარტივია სიცოცხლე მიწად _
დაბადებისთვის თამამდ ვიღწვით

მაგრამ ღნავილში ვეღარ ვიხსენებთ
ცოდნას, რომელიც მოგვყვება ციდან,
გულმავიწყობა გადაგვაშენებს,
ასე ბრმად მოსვლას, ნეტა რა მრჯიდა

და როს იწყება გაურკვევლობა,
გონში ღვივდება სხვა ენერგია,
დანაწევრებულ სულის კალოსთან,
გმირის და გლახის ბედი ერთია

და რა თქმა უნდა, გაქვთ რაღაც წესი,
თქვენ რომ იცით და ჩვენ არ გვკარნახობთ,
რისთვის ყოვნდებით, ხომ ხედავთ ფესვი
ვეღარ გავიდგით თქვენს საამაყოდ

***
ჩიტს გაჰყვა გემო მწიფე მარცვალის
ჭვრეტა-განჭვრეტა ურიცხვ საგანთა,
ათასჯერ ქმნილა დავის საგანი,
თავად სიბრძნე კი, რჩეულ მოძღვართა
ჩაშლილა ვითარც მწიფე თავთავი

ცოდვილთა მოდგმა მიიწევს ცისკენ,
იდუმალს შესტრფის ალაფ-ნადავლით,
და ვინ დაგიდევს ჩაკარგულ სიბრძნეს,
ჩიტს გაჰყვა გემო მწიფე მარცვალის


***
გალობა შეფრინდა შორეულ სიზმარში
დაჰბერა კუდბაწარამ, შეინძრა გალია,
უსტვენს და წრიალებს პაწია ჩიტი,
მის გულთან უეცრად აპრილი აალდა,
ჩიტს სიყვარულის თან დააქვს ნიჭი!

გალობა შეფრინდა შორეულ სიზმარში,
გოგონას დაუმშვენა ფერადი ფიქრი,
გაენდო, დაუამა, ჩაჰბერა ზრახვაში _
მოდრიკა ქალური კდემა და შიში

და გაყვა ამგვარად ნაქარგი ოცნებით,
ის გოგო მირაჟულ ცხოვრების შარას,
სიანცით შეიგრძნო მომხიბვლელ უცნობის
მხურვალე კოცნა და მხურვალე ნატვრა

***

https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhBfvqSQeU7XRmlSpeFkaQ5WN_uo19jILLeI09j38iCsZqs9gd5eHTr40ymu-eNBjb7bjkkD1JhmP5W-qqCnTg7c3r-svb_TSHFL62b-KGt0p2S09YFWwjZk09Hz_EsgSrZSqZS1CjI3Ja8/s400/L3.jpg***
შენ შენს სურვილთან ჩაიცვი თალხი...
წადი მოუხმე ახალ იმედებს,
ახალ იმედებს აწოვე ბანგი,
ვის რაღად უნდა ქალის თვალები,
ასე ავყია და ასე ავი...

შენ შენს სურვილთან ჩაიცვი თალხი,
და შენს სურვილში ფესვი გაიდგი,
დღე არის უტყვი და თანაც ნაზი,
ცის სილურჯეში გაქრა რაინდი...

მიდი, მოუხმე პაწია ჩიტებს,
რომელთა ხმაში ისმის ჩივილი,
მე კი მივყვები უხილავ ნოტებს,
მიხმობს, მეძახის სული დევნილი...

მთვარის სუნთქვაა _ ხეთა შრიალში,
აფრინდა ფიქრი, ოცნების რაში,
მე უშენობით აღარ ვარ მთვრალი,
მე უშენობით ვერ გავვერანდი...

ლექსად ჩავეშვი ნისლთა მორევში,
და დავიბადე აწმყოს წყვდიადში,
სინათლე იგი სულში ვიხილე,
თავიდან ვიშვი და გავმთლიანდი...

ქალის თვალები ისევ მაღელვებს,
ისევ ქალია ჩემი ტრფიალი,
მე სხვის წვიმაში ბევრჯერ დავსველდი,
ფაფარში ჩავწვდი მე სხვის ქარტეხილს...

შენ მიგატოვა დიადმა განცდამ,
ციურ ფრესკების ხილვა არ გერგო,
ვრჩები ერთგული, არ ვჩქარობ გაცლას,
ოღონდ გაფრთხილდი, ოღონდ არ ევნო...


***
პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს
შინაგან წესრიგს...
პატივი მიაგე ნაბოძებ სიქველეს _
შინაგან წესრიგს,
და არვის, თვით შვილსაც
არ მისცე უფლება _
აგდებით მოეპყრას
შენს საყრდენ ღირსებას _
შინაგან წესრიგს...

ზოგმა მოასწრო განცდების წაღებაც,
ხომ ხედავ გაზიდეს ცხოვრება ლიქნით,
ტრიალებს გარშემო ცუღლუტი მოენე,
და ხეპრე მომდგარა ხეპრული ნირით...

შენ ძალგიძს დაუდგე
ცბიერთ შემოტევას,
ნაცადი, კაცური, ქმედითი წესით...
გახსოვდეს
და გწამდეს ცაში აქვს ფესვები,
ამგვარად გამოწვრთნილ შინაგან წესრიგს...

***
https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgSlV9UjCHJFT3YKrg5N8cusytX_dFHgIvJH0gsfq24I6NSPLSssBJB7l2KvLhq6yOjTrPMrFWsJsrphrJtn5JwtuCaYRZdhHSaNgXj4CsqzpF-ekVizRW76wWBVuJ3jwmUl_v1TC7Oc1TZ/s400/L4.jpg***
მიდი, მიაწექ!
მიდი, მიაწექ! შეები სივრცეს...
მიდი, დასწყვიტე ბედის ხლართები,
და მიეფერე ორგულს თუ ცბიერს,
ვგონებ, ტყუილად არ გაირჯები!

მერე რაა, რომ უმალ გიმუხთლებს,
უმარტივესად დაგიგებს მახეს,
კრძალვით ეახელ და დაუამე,
შეუნარჩუნემოყვასისსახე...

მიდი, მიაწექ, შეები სივრცეს!
მხდალს გაუმაგრე ფუყე კაცობა,
მერე რაა, რომ ვერ გაამართლებს,
შენს დაჭრილ მხართან გაიტრუნება...

მიდი, მიაწექ! შეები სივრცეს...
და გამცემს უთხარ, რომ გესმის მისი,
გესმის, რომ იგი მოდრიკეს ძალით,
რომ აიძულეს დასმენა სხვისი.

მერე რაა, რომ კვლავ დაგაბეზღებს,
შეთითხნის ნაცად და ყალბ ბრალდებას,
იქნებ ნამუსში ჩავარდეს ოდეს,
სინდისის ქენჯნა გაიოლდება...

მიდი, მიაწექ... ყველა ღალატი
გადამოწმდება და გამართლდება,
ყველა ალიბი იქნება სრული,
მცნებაშეუნდედაფრთიანდება.

მიდი, მიაწექ! ამხედრდი სივრცედ,
სიმწრის შეგრძნება გაადვილდება...
გული წრფელია, წრფელია ისევ...
და რიდიმუშტისაღორძინდება...


***
ნეტა მოხატვა რაღად უნდა
თავდახრილ ვარდსა...
შენ ოღონდ მოკვდი,
ყველაფერი იქნება კარგად...
ცოლი ილოცებს,
წაგიკითხავს ფსალმუნებს ნაზად,
ცოტას იტირებს, ივიშვიშებს,
ჩაიცვამს თალხსაც,
და ნანატრ შვილებს შესჩურჩულებს:
-
აღარ გყავთ მამა!..
შენ ოღონდ მოკვდი,
ყველაფერი იქნება კარგად...
ია-ენძელა ამოვა და
წარხოცავს ზამთარს,
ჩიტი ჩიორა, მგალობელი
სიყვარულს დაწნავს,
ნიავი ფოთლებს მიუმღერებს
ღამეულ ზღაპარს...
ქვრივი სარკეში ჩაიხედავს,
აიღებს ფანქარს,
ნეტა მოხატვა რაღად უნდა
თავდახრილ ვარდსა,
შეამჩნევს მზერას _
წლების წინათ დაგეშილ ზრახვას,
თვალთა სიღრმეში ამოსარკულ
შენეულ ფანდსა,
გაეღიმება და მოჰყვება
ცრემლების დაღვრას...
შეგეცოდება და იფიქრებ
მასთან სჯობს დაცდა _
შენვე მიხედო შენს დათესილ
სურვილთა ყანას...
შენვე მოიმკა მოსამკელი,
კვლავ გშვენის გარჯა,
ცოლი ლამაზიც შენთვის იყოს
ია და ვარდად...

***
https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhyi1dZP-7G0noe8a1iG8GrQjk16f83Mebw19Z2UGPOMK9eDOfFZowHnjGIGCkl16H_VQLUEVKpf5wteX-6WjWOAmeFfAE7MMPDRE4auNnGK4nak-CtIn9pm9Ha2ipuPAfO0S2BFTe9xVs9/s400/L5.jpg***

ბებერი ჩიტი...
ბებერი ჩიტი ჩიტია მაინც,
მაინც ჩიტურად შეჰხარის დილას,
ჩიტურად ლაღობს, ჩიტურად დახტის
და სიმს უჟღერებს მალულად ნიავს...

ბებერი ჩიტი გულსავსედ გალობს,
აღვიძებს თითქოს პირველ გალობას,
ფრთებდახატული ჩიტუნა ანცობს,
ჟღურტულით იღებს ციურ ნათლობას...

ბებერი ჩიტი ვერ გრძნობს სიბერეს,
და ვერც სხვა ამჩნევს მის დაბერებას,
მაგრამ გალობას ხშირად ანელებს,
და ძილში ხვდება მორიგ თენებას...



***
ბუღა
ბუღა კი იყო,
მართლაც ბუღა,
უსაზღვროდ ფიცხი,
ტანად ვეება,
წინაპართა ველური სისხლით...
შავად მბზინავი,
რქებლაპლაპა, ზვავით მსხლტომი,
და გამოვარდა ბოსლის კარიდან
თითქოსდა როკვით...

ბარე ათი ხე ტანმორჩილი,
მიჯრით დათხარა,
მერე გზის აღმართს შეუტია,
კვლებად დაღარა,
მიწა დატორა,
დუჟმომდგარმა,
ზეცას შებღავლა,
ზვარაკად ჰყავდათ შერჩეული,
სცემდნენ ნაღარას...

უეცრად, შიშით ჩასაფრებულ
კაცებს გახედა,
წაიზმუილა, წამით თითქოს
სხვაფრივ გახევდა,
ხარად გახდომა ვინ აცალა,
ვინ დააბედა,
არადა, სანთლებს მიაკრავდნენ
ორთავ რქაზედა...

დაწვეტარქებით
მიწა ისევ შმაგად აჰყარა,
ასაკით მოსილ ცაცხვს მიეჭრა,
არ დაახანა...
ვერ გადაზნიქა,
კვლავ დიდგულად ეცა, ეძგერა,
უაზრო ომში დაიქანცა,
ქელვამ დაჯაბნა...

ბოლოს იმარჯვეს
მოდარაჯე ყოჩმა ბიჭებმა,
წამოეპარნენ,
გამალებით მოსდეს ქამანდი,
უშნოდ გაბაწრეს,
მიამწყვდიეს ღვინით ანცებმა
დიდრონ ყვერებში
მიაყოლეს წიხლი ხარხარით...

შეიხრიალა,შეტორტმანდა,
სხვაფრივ ემწარა
არც კი ახსოვდათ ბუღა იყო,
თანაც ზვარაკი,
კაცური განხრით თუ ვიმსჯელებთ,
სადღაც ინანა,
ნაჭარბი ძალა
შლეგ კაცივით ჰქონდა ნაფანტი...
https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgy7GEt3giorsEnTaWfFnJMXaokwo8ImBssFOib-QZ8Kp1fKqbnicu9Hk67mhh-t1zwMG2VPcG9amyGbKTOTxll9rlnXea-MBXyqDeLxCa5lrhC1C0QXjU6HTSgWQIEXMGLc0B5EO5oFGpc/s400/L6.jpg

***
შენ გამოგტოვეს თავიანთ ჭკუით
შენ გამოგტოვეს თავისი ჭკუით,
რადგან მოდიხარ ცის წიაღიდან,
რადგან მომავალს ატარებ სულით,
ხშირად მოყვასიც გიცქერს ირიბად

ნუ მიწყენ კარგო, ვარსკლავებს აწვიმთ,
აწვიმთ ეს სევდაც, წვა უხილავი
და შენ შემორჩი სამყაროს ლექსად _
ვითარც იდუმალ სივრცის მხედნავი

მადლიან სიტყვას ბევრი ეფერე,
მწამს შეაღწიე ღვთიურ წიაღში,
უნდა გამოვტყდე ზედაპირულად
ზოგი რამ დარჩა გაურანდავი

არცა ქონება, არც მოსახვეჭი,
მხოლოდ გვემული სულის წრიალი,
შემოთენება საღამოს გზაზე,
ლოცვა-ვედრება სავსე ფიალით

ციურ ჩარჩოში გაბმულა ლექსი,
მთვარე კი ტკბება ფიქრთა შრიალით,
კვლავაც სიტყვაში გიდგია ფესვი,
გეალერსება სხივთა ჩქერალი

***
ხარის სახე ქნარად მორთეს
ხარის ქედსა გაუმარჯოს,
გუთნის ღვედს და მოსავალს,
სიყვარულად ვადღეგრძელებ
შენს თვლებს და ცისა ნამს

სულსა ითქვამს ეს საწუთრო
გამოქნილი მშვენებით,
ხარის სახე ქნარად მორთეს
შუმერებმა ფერებით

ბევრმა ღმერთად წარმოსახა;
შესცქეროდნენ ვედრებით
მაგრამ ხარი კვლავ ხარობდა
ოფლის ღვრით და თენებით!

***

https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhY5P0V8JdecpPBNz8vZQC0G4n5TXG_EG8aqCapvasDD4ouH3eS1ug5_hZa8jJu9dVYgnIacSwCZjCKnd7zM6Kdm4JUeAnyQ0SkheKlklTqAww2r98e5UzHLYqBzb1i1LRO2SMN_yl8hWQI/s400/L7.jpg

***

მაშინ ტკივილიც მოირგებს ღიმილს
უიმედობით შეპყრობილთ ვურჩევ,
სასოწარკვეთა გამოქნან მღერით
და ანუგეშონ უღონო სევდა,
გალობით შექმნან სიცოცხლის ველი

ფერებით მიჰყვნენ სამყაროს სუნთქვას
დაბადებაში შეღწევის ჟინით,
სიკვდილიც ხარობს, იდუმალ ფშვინვას,
მოაქვს სურნელი სიზმრად გაჩენის

თუ მძიმე სევდის ურჩი ტკივილი,
სამყაროს მკერდში თაფლივით წვეთავს,
მაშინ ტკივილიც მოირგებს ღიმილს,
ისუნთქეთ წრფელად, გული ხომ ფეთქავს

***

ცოტამ უთენა ღამე მშობელს
სიბერით დაღლილს...
ბევრმა მიუძღვნა წრფელი ლექსი
დედას, ღვთისმშობელს...
ცოტამ უთენა ღამე მშობელს,
სიბერით დაღლილს...
ვერც მარტოობის წიაღში შვა
ისღამისთვევა
და ახლა ისევ ფიქრში იქადის...

წრფელი სტრიქონი იტევს ლოცვას,
იტევს სინანულს,
წარსულს აწმყოსთან
კრავს ღვთიურ მადლით...
მაშ,
გაუმარჯოს იმ მომავალს,
რომელიც ამაგს
მიაგებს მშობელს
სიბერით დაღლილს...


***
ცხოველი სიტკბო წყვილთა ბაგისა
იქ, სადღაც ნისლში ჩაწვა სიშიშვლე,
შეიმოსა და მოვიდა მიწად;
მოჰყვა სამოსი, ჭრელი სიცოცხლე
და წვრთნა ბარტყისა დაიდო მიზნად

ახლა ცას ელტვის პაწია ფრთებით
ამძიმებს სევდა მშობლიურ ნისლთა,
კიდევ სხვაგვარად აღძრული ფიქრი
და ცრუ დასკვნათა ცრუ პირამიდა

როცა სიცოცხლე შეიცვლის ფორმას,
მოირგებს სხვაგვარ ზომას და წონას,
სხვაგვარ საზრუნავს გაუჩენს ღმერთი,
ქარსაც გახედნის გონების ველი

ცისარტყელებად გაშლილ სიცოცხლეს
დაჰყვება სუნთქვა ჩვილი ბავშვისა
და სიყვარულის ამსახველ ფერ-ხატს _
ცხოველი სიტკბო წყვილთა ბაგისა

https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEjjWoOoe0Bvf3f30zSb-BZaPvrN8Qc-qHITNBbULa1ZKJ1fiU-ZmLiskmr1E5KlaiiPim7P-vyEzvryPmDvj9ndzHu3iRyYapoN8xG7lP70D8lOefnIrs5efMBP5aQOhmCFjnlSxBWqnH9R/s400/L8.jpg

***

ასეა სული ლექსით ნაგეში...
ქვეყანა ლექსით ვერ გამოძღება,
არც ყიჟინაა ლაშქრის მეაბჯრე!
მაგრამ ულექსოდ გადაშენდება
სიტყვის სურნელი, კაცი მოაზრე...

არა აქვს გემო,
წყალს სუფთა სახით,
ვერც მე ვილხინე,
ვერც სტუმარს ვასვი...
მიწის სურნელით შემატებული
მოგიკლავს წყურვილს,
აგავსებს მადლით...

ასეა სული ლექსით ნაგეში,
დახშობილ ჭკვა-გონს აახასხასებს,
ტანჯვა-ვაებას მორთავს ნუგეშით და
თავგანწირვით შეჰკრავს ათასებს...

***
გვიანღა იყო

ვინ სად იომა,

ვინ სად ჩარჩა სხვათა საშველად,

ვინ ვის გაუწვა,

ვის არგუნა სიამის ნაღმი…

რარიგ იმარჯვა

მარბიელად გამოწვართულმა,

მშობელ ქვეყანას

უმძიმესი დაადო ხარკი…

ბოლოს გვეღირსა;

საშოვრით და ბრძოლით დაღლილი,

როგორღაც ჩასწვდა

განვლილს და განცდილს…

გვიანღა იყო

საკუთარი სისხლის შეცნობა,

სამშობლოს მისას

მორეოდა გესლი და ღვარძლი…

***

კვლავ მწარედ კვნესის
და თუ შემორჩი ამ ქვეყანას,
ვითარც მარცვალი,
ყვითელ ფოთლებს, რომ შერევია
გაზაფხულს ელის
იხარებს, მაგრამ ვერ იქნება
ცამდე მართალი,
რადგან სამშობლო შენს ლექსებში
კვლავ მწარედ კვნესის
https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEiW4Py8Za3c_MQ2-PD_dI7cfgimDsBklfewI-TZd8vVsxEeBX7vC5dWGsZvHZIgBbugErdh-c5324Y6nyKElTuRU1fpp41WTFmbe_o83cUVZKfV3xXYbcFH00I22U2HYmvLfRuAyIRfuHNi/s400/L9.jpg

***

ხმა ოდითგანვე მაყრულად უჭრის

გზააბნეული გზისკენ მიილტვის,
გზაზე გასული ხსნას ვეღარ ხედავს,
კვლავ გზის საკვლევად მიუწევს გული
და ემიჯნება ერთიან ხედვას

კაცობრიობა წვალობს და სწავლობს,
მაგრამ ჩვევების დაძლევა უჭირს,
შავი შაშვი კი ტოტზე ხმიანობს,
ხმა ოდითგანვე მაყრულად უჭრის

სწავლება მტკიცე, ცხოვრების წესი
ამშვენებს მრავალთ, ღრმადა აქვს ფესვი,
მაგრამ სრულყოფის სიბრძნე და გეზი
მიეცა იმას, ვინც მოჰგავს ფენიქსს

***

ფიქრს ხედნის...

ოცნების ტევრში როს დაიკარგე,

არ მოგიხმია არვინ საშველად,

თავდავიწყება მოგყვება გენში,

ცრემლები, შვება და აღმაფრენა...

და ნუღა იტყვი საყვედურს ახლა,

გულია ლოცვის გზისა გამგნები,

ფიქრს ხედნის მადლი ზეციურ ძალთა,

კაი მთქმელს უნდა კაი გამგები...”

***

მივესალმები იისფერ რასას...
მივესალმები იისფერ რასას,
რომელიც მიღმურ ზეციდან
ქროლავს...
ფერს, მადლს შემატებს
ჩვენეულ მოდგმას,
თუმც კი,
ჩვეული ტირილით მოვა...

მივესალმები იისფერ რასას,
იის სურნელი
ყოველ ქალს ართობს
და სიყვარული უნეტარესი
ყველაფერს ციურს
მშვენებით ამკობს...

მივესალმები იისფერ რასას...
სისულელეა,
იტყვის მავანი,
მოყვასშიც ბადებს
ამრეზილ განცდას,
მაგრამ უწყის კი
ქვეყნის ანბანი...

მივესალმები იისფერ რასას
რომელიც უწყვეტ,
ციურ ნიჭსა ფლობს,
მათ ჩვენს სხეულში
მოუწევთ დაცდა,
მიწიერ სუნთქვით,
რომ გარდისახონ...

მივესალმები იისფერ რასას,
უპირველესად
ვიყოთ გულწრფელნი,
სიცოცხლე იგი,
ვესწრაფვით რასაც _
მიწის სუნთქვაა
და ცის სურნელი...

https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEg8-WEH0Jkzz6nRMtMuYBBn9ejbOpSelsoNXC2Nm4FLCcZ2lplnawReivnuBXKvgHXTT08EV7Qg5BSpHAKPybXTjPGQN2IslQNm_-OkxMptPhc9jBBRTLZiBbVZ-P-mBCbfaJP2kDfMN7k9/s400/L10.jpg

***
ნუ დაიზარებ სიცოცხლეს ბალღო...
და იბადება უკვე დაღლილი,
შეუცნობელი სევდის აჩრდილით,
უკან მიქცევის იპყრობს წადილი,
და ჩნდება სივრცე იავარქმნილი...

ნუ დაიზარებ სიცოცხლეს ბალღო,
ცოტაც და მალე აუღებ ალღოს,
დედა თუ ნანობს, მამა თუ ანგლობს,
შენ ჩიტს უსმინე, ჩიტუნა გალობს...

აგერ პეპელა დაფრენს, ფარფატებს,
რუ მირაკრაკებს, ყვავილს ახარებს _
როცა ფუტკარი ხორთუმით ართობს,
ნამცეცა ჩიტი მნათობს უგალობს...

გული თუ ფეთქვას და დნება თოვლი,
გრძნობ, რომ სიცოცხლე შენი ხვედრია,
დედის საშოდან გამოღწეული,
ტირილით ამკობ ღამეულ წყვდიადს...

***
ტკივილში თავად სიცოცხლე სახლობს...
როცა სხეულში ტკივილი წვალობს,
სიკვდილს შესცინის და გეომება _
ეს შენი გზაა, შენ უნდა განვლო,
შემორჩენია სულს ნაოჭებად...

როცა ტკივილი სხეულში წვალობს
უნდა დაუძვრე ფლიდ გაორებას,
სასოწარკვეთა ფიქრთან წაწლაობს,
ბუდეს მოუშლი და აოტდება...

როცა სხეულში ტკივილი წვალობს
და ართობს შენი ამაოება _
იქვე, სიცოცხლე ვაზივით ხარობს,
მიწად ჩამარხულს მზე ენატრება...

როცა ტკივილი სხეულში წვალობს,
და ცად გაღწევის ჟინი ღვივდება _
ტკივილში თავად სიცოცხლე სახლობს,
ტკივილში უფლის ნება ვლინდება...

***
მტაცებელსაც კი ეშინია გახდეს ნადავლი!
თავს იმკვდარუნებს მაქციერა
ჩიტი ერთგვარი,
თუ დაჭერასაც გადაურჩა, აი იღბალი
თავს იკატუნებს, გამიგია, ამგვარად ძერაც,
მტაცებელსაც კი ეშინია გახდეს ნადავლი!..

და მოძალადე ხელისუფალსაც იპყრობს პანიკა,

განწირულია, მაგრამ მაინც რიხით ხმაურობს

სიმულირებას ლაღად ფრენის, ფრანივით ახდენს,

თითქოს ბედია, სულ იფრინოს, არ ჩამოვარდეს

https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEheMid1iMeQo9h_7byOoEpmyJbsXDgvDACKVO8wQWbt00K6b4DHuSfC8ZKKadR0W7v6ErLAlUhYRoe5c4aSU0bwM3P6ng4fPlND9Oo_Ov_u_lZ0XpUX2KnoYCY79gcmkgqD_mIdnM9wnQ5R/s400/L11.jpg

***
მერე იომე ქველთა ენითდა გაარაკდი
ჯერ კაცი იყავ გულით წრფელი,
მერმე მსაჯული;
ქველთა საქმეთა განმკითხავი,
ჩინით სწავლული
ჯერ სიტყვას შენსას უპატრონე,
სიტყვად გამაგრდი,
მერე იომე ქველთა ენით და გაარაკდი

მცნებებს იმოწმებ ამაყურად,
ფიქრში სხვაგან ქრი
რარიგ ჩაეწან ყოფის ქსელში,
რარიგ ჩანაცრდი
რარიგ დააშთე რწმენის ცეცხლი,
ნაარმს შეაცვდი
ქერის ორმოში ჩავარდნილო!
მტერი ფრთასა შლის

ჯერ კაცი იყავ, გულით წრფელი,
ფიცის სადარი,
ნაბოძებ ნიჭით განიკურნე,
სიტყვად გამაგრდი
და ჩვენც გვარგუნესიყვარული”,
ჰქმენ საბოძვარი,
მერე იომე ქველთა ენით და გაარაკდი...

***
სულის ზედაშე
მძვინვარე ქალთა აგრესია
ანგრევს სიცოცხლეს
მძვინვარე ქალთა გამოწვევა
აღძრავს ყალბ ფერებს,
მძვინვარე ქალთა უშნო ჯიბრი
ზეცას აღონებს,
კაცურ ნდომას ხრავს
და ატერორებსამხედრდი მამრო!
ქალს მიხედე,
ქალს მიეფერე,
მიწის სურნელი დაუბრუნე,
სულის ზედაშე
ამორძალთ ჟინი შეპარვია,
მახვილს გიღერებს,
უკაცოდ ბრძოლას დაჩვეული,
გადაგაშენებს
***

მოდარაჯე სათუთ ზრახვაში

ქალსა უშუალოს შეუძლია

კაცს სწრაფვა მისცეს,

თავად კი, იყოს მოდარაჯე

სათუთ ზრახვაში,

მახე დაუგოს,

არ დანებდეს ვნებას გალეშილს,

და მიტოვებულ სიყმაწვილეს

უძღვნას ალერსი

***

https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhH-_8DJ-LUpAnXg_1eumcUElKmkt66fTp1Sv9iJOHijqvi-RFQFWVsgvKICaqtu2QXVRPEVB_qcljmhP4qIoRDHiP1gFHPyOMtPFak0SOZX2L9acrVT-T7lvMZWCWl3Zkyjf17sEkYqyhD/s400/L12.jpg***

გახვალ, გახედავ ციურ სანახებს
მარტოსულს
რჩეულ სევდასთან რა დაგაბერებს,
მთვარის შუქზეც ხომ დნება ყინული,
გახვალ, გახედავ ციურ სანახებს,
სადღაც იქ მოსჩქეფს შვების ბინული

ეულ დრტვინვასაც არ შეაცვდები,
არ მოგასვენებს სულის ყივილი,
დროა აღსდგე და სხვა შემართებით
აფრად გაშალო შენი წადილი

პოეტურ ფიქრთან რა დაგაბერებს,
შორით გიღიმის მთვარის ასული,
მირაჟულ ხილვებს შენვე დახვეწავ,
რომ გააცისკრო დღენი წარსული

შენ ამ ყოფაში არ ჩაიმსხვრევი
არ გამორაზავ კარებს ურდულით,
გაინავარდებ ფიქრთა ნავარდით,
მთვარის შუქზეც ხომ დნება ყინული

***

ფიქრთა აკვანო
დასირმულია
შენი სუნთქვა უცხო ფერებით,
სხვა სამყაროდან
ჩამოღვენთილ სულით ნაბანო
იქნებ შენ მითხრა, შენ ამიხსნა
სამყაროს არსი,
ფიქრთა აკვანო, _ ჩემო ანბანო
***

გამოწვევა
ასტრალურ სახებას
გამოკეტილი ამ მწირ სხეულში,
ვეღარ ახერხებს შენს მოფერებას,
იქნებ როგორმე შეძლოს აღმასვლა
და შეძლოს შენი გადმობირება

მას სასწაული ჭირდება შენთვის,
შენთვის ჭირდება მას გარდასახვა,
ვინ ვისთან იწვა სხეულის ხსნისთვის,
ვინ გადაიქცა ფარულ მასხარად

ის ახლა ამას აღარ დაეძებს,
და ვერც იგუებს იმდაგვარ გათვლას,
რომელიც მასში იჭვს ათარეშებს,
რომ შენ სხვის ვნებას ურწევდი აკვანს

მას სასწაული ჭირდება შენთვის,
ალერსი გახლავს მისი ხელობა,
წლებმა იმატა, მაგრამ ეს გული
კვლავაც მრავალჯერ აისხამს აბჯარს

მას სასწაული ჭირდება შენთვის,
შენთვის ჭირდება მას გარდასხვა,
შენთვის გახდება უფრო მოქნილი,
ასტრალურ სხეულს ძალუძს ზღვად გავლა

და წამიერი გადმოქროლებით
მოვა, დაგატკბობს წრფელი ალერსით,
ოღონდ დაღლილმა შვება იგრძნო და
ამ ნაზ ლტოლვაში ჰპოვო საყრდენი

მას სასწაული ჭირდება შენთვის,
შენთვის ჭირდება ეს გარდასხვა,
თუ ერთმანეთის გულები გვათბობს,
სუნთქვა სუნთქვას შობს და იმედს სახავს

***
პოეზია *** ჯანრი გოგეშვილი / Poetry *** Janri Goge... გაგრძელება

***

ინგლისურ და რუსულ ენებზე

***Poet: Janri Gogeshvili - All poems of Janri Gogeshvili

***Журнал "Самиздат", Гогешвили Джанри, Занимательные строфы...

***September 28/2011

Комментариев нет:

Отправить комментарий