***
დროშები და შტანდარტები,
სიზმარს ჰქონდა თვისი ახსნა...
...რომ სიკეთით მტრობა გადახნას…
იქნებ მოეშვას მტრის შენდობას,
ფანდით იგუოს,
ავგული ფლიდთან დაასახლოს,
შეუქოს ნირი,
მოშურნე სხვათა მოამძლავროს,
დააფრთიანოს,
ყალბად შეუმკოს საქციელი,
სიტყვა და ფიქრი…
და როს ღინცილში ალესილი
კბენას დაიწყებს,
გესლი მიუშვას და არც ცილი,
შუღლი ალაგმოს...
მერე კი, როცა მოძმის სისხლით
ხახას აივსებს,
ფეხი წაჰკრას და ყველანი
ხაროს ჩაჰყაროს…
გახდეს ისეთი, ვითარც მოყმე
მალვით მპარავი,
ხელმოცარული არ დაინდოს, _
სისხლით ნაგეში,
მარჯვედ უყელოს, გადაქელოს,
იგდოს ნადავლი,
მაგრამ ეს გული ეურჩება,
ღმერთს არს ნავედრი!..
და თუმც, კი იცის, სათარეშოდ ვინ
როგორ დაძრწის,
ვინ როგორ ფლიდობს და ითვისებს
სხვის ნაამაგარს,
როგორ დასცინის შემალულად
მედროვე ფარსში,
მაინც ის უჯობს, რომ სიკეთით
მტრობა გადახნას...
***
***
ნიგოითის ქედს…
სად ჩარჩენილა ჩემი ბავშვობა _
პირველი ცრემლი და სიხარული,
სიანცე იგი ყმაწვილურ დღეთა,
წინაპართ ჩემთა სუნთქვა ეული…
ცისა უბეში ნაბარტყი ზრახვა,
ლტოლვა და იჭვი, შმაგი სურვილი,
ღელის კენჭებში ჩამთბარი სევდა
და პირველ წიგნთა ღრმა სიყვარული…
მოკეთის თბილი, საამო მზერა,
სტუმართ ჟივილი, ლხინთა ნაკადი…
წყენა, ტკივილი, ჩამქარალი კერა _
მოშურნეთ ჩემთა ”ამაგ-ნადავლი”.
უბელო ცხენის ჯირითის კვალი,
ალალი ბიჭის ნატვრა ფარული _
იხსნას სამშობლო, მიეცეს ძალი,
ხარობდეს გმირით ზეცა ქართული…
ზღაპარი ესე, და სიყმაწვილე
სიურჩე იგი, გზნებათა ალი…
წრფელი წუხილი: ვინც ვერ შეიცნეს,
”ვერ გავუგეთო?!..” _ აჰკიდეს ბრალი…
***
ნიგოითის ქედს…
სად ჩარჩენილა ჩემი ბავშვობა _
პირველი ცრემლი და სიხარული,
სიანცე იგი ყმაწვილურ დღეთა,
წინაპართ ჩემთა სუნთქვა ეული…
ცისა უბეში ნაბარტყი ზრახვა,
ლტოლვა და იჭვი, შმაგი სურვილი,
ღელის კენჭებში ჩამთბარი სევდა
და პირველ წიგნთა ღრმა სიყვარული…
მოკეთის თბილი, საამო მზერა,
სტუმართ ჟივილი, ლხინთა ნაკადი…
წყენა, ტკივილი, ჩამქარალი კერა _
მოშურნეთ ჩემთა ”ამაგ-ნადავლი”.
უბელო ცხენის ჯირითის კვალი,
ალალი ბიჭის ნატვრა ფარული _
იხსნას სამშობლო, მიეცეს ძალი,
ხარობდეს გმირით ზეცა ქართული…
ზღაპარი ესე, და სიყმაწვილე
სიურჩე იგი, გზნებათა ალი…
წრფელი წუხილი: ვინც ვერ შეიცნეს,
”ვერ გავუგეთო?!..” _ აჰკიდეს ბრალი…
***
იდუმალი მშვენებით…
ვუძღვნი ვაჟიშვილს… დროშები და შტანდარტები,
გერბნი ნაირფერადნი,
ჩვენ არ გვერგო შესამოსად
ტიტულები ჟღერადი,
არც დიდება რჩეულ მისხთა და
არც განძი ფრიადი…
გენში შეგვრჩა წრფელი ხსოვნა,
ღირსეული, დიადი…
მახსოვს ხმალი პაპაჩემის,
მახსოვს ხმალი პაპაჩემის,
ჯვრებდასმული მახვილი,
წიგნი ”ვეფხვისტყაოსნისა”,
ქართველობის დასტური,
მთაგრეხილთან,
”სავარდიად” წოდებული ადგილი,
შემორჩენილ ნასახლარზე,
ნაშთი ქვითკირ-ფიცრულის…
მწდე, ჩუქურთმა ვაზის ხეთა,
მწდე, ჩუქურთმა ვაზის ხეთა,
და ვეება ქვევრები…
წინაპართა ალღოს ვუხმობ
მისტიკური ”შეგნებით”;
ერთხელ მამამ პაწია ბიჭს
გამიმხილა ფერებით:
აქ სახლობდა ჩემი ბაბუ,
იდუმალი მშვენებით…
სანადიროდ ტყე და ხევი,
სანადიროდ ტყე და ხევი,
სამკლად გორაკ-ტაფობი,
ედგა წმინდა სალოცავი,
ედგა წმინდა სალოცავი,
ჰგვანდა რჩეულ განდობილს…
ხეთ მოსავდა ჩხავერი და
წყაროს ეკრა ვარდნარი,
თუ,
ცხოვრება ჰქონდა მკაცრი,
გულში ედგა ბადაგი…
მოჯირითე და მებრძოლი,
მოჯირითე და მებრძოლი,
სიყვარულით ვნებული,
თუმცა ვნებააღკვეცილიც,
მამულისთვის ერთგული,
წრფელად მაჯის შემტყობარი,
ქომაგობით ქებული,
არ შემიდრკე! კაცი ღვთისგან,
არ დარჩება ეული...
***
*** ***
მეზღაპრეს, ახლა აღარ დევნიან…
კვლავაც მიილტვის ნაფერ წყლისკენ,
ყმაწვილკაცური ცნობისწადილით,
მოძმე დელფინებს მოუხმობს თვისკენ,
ლეგენდარული მითის არილით…
არ მისცემია სასოწარკვეთას _
შურისძიების ბოროტ გენიას,
გამოიზამთრა მთვარის აფრებთან,
მეზღაპრეს ახლა აღარ დევნიან…
***
***
კვლავაც მიილტვის ნაფერ წყლისკენ,
ყმაწვილკაცური ცნობისწადილით,
მოძმე დელფინებს მოუხმობს თვისკენ,
ლეგენდარული მითის არილით…
არ მისცემია სასოწარკვეთას _
შურისძიების ბოროტ გენიას,
გამოიზამთრა მთვარის აფრებთან,
მეზღაპრეს ახლა აღარ დევნიან…
***
***
მემატიანე მოგვითხრობს...
სისხლში ჩქეფს გვარის ამბავი;
ვერცა მახვილით გვიმონეს...
ვინც ღმერთს მიაგო ამაგი,
სიყვარულს მარად მიმოფენს...
ნოეს, იაფეტს, თარგამოსს,
პატივს მივაგებთ, თუმც ვცოდეთ;
ქართლოსის საფლავს ვეყმეთ და
კერპად ვაქციეთ… არ ვგოდებ…
როს, ჰეროდოტემ გათვალა;
”კოლხნი ეგვიპტელთ მოჰგავთო...
”ბევრი გვებრძოდა გზად, გავლად,
ქართველი ქველად მოძღვრავსო...
მემატიანე მოგვითხრობს...
ფაქტს შერევია ლეგენდაც,
აწმყო იმ წარსულს მოუხმობს
მომავალს, რომ რგებს შენებად...
ვეხმიანებით შუმერებს,
ჰიმნებს, ასოებს, არაკებს...
ვინც აქებს მეფე აიეტს,
მას მედეაც აღელვებს...
შვილნი ვართ რჩეულთ მოდგმისა _
მავანო არა, არ ვგოდებ…
ქუჯი _ ფარნავაზს;
მადლი _ მადლს,
მოძულე კვლავაც აოტდეს…
ამერ-იმერთა წიაღში,
ვინც იწვრთნა, _ იშვა მეორედ…
თავად ელინებს ყიაში _
ქართული ღვინო აბოდებს…
ქრისტეს სიბრძნეში ავმაღლდით,
შემწე მოციქულთ მადლითა,
ქალწული ნინოს ამაგით
ვიხარეთ ჯვარი-ვაზითა...
წარმართი მეფე მირიან
შემწყნარებელი გულითა,
ღვთიურ ნიშანსა მიენდო,
ციურ საუფლოს დამკვიდრდა...
”ღმრთის-მოყუარისა მეფისა”
ვახტანგ გორგასლის გმირობამ,
”ქართლის ცხოვრება” მოხატა,
ლეგენდად იქცა პირობა…
მერე ტაოდან ქართამდე,
აფხაზთ მეფენი ლაშქრობდნენ,
ჭანურ-ლაზურად უქცევდნენ,
საქმით ქართულად იღწვოდნენ…
და როს გამეფდა დავითი,
ბრძოლა ბრძოლაზე მოიგო,
აღმაშენებლის სახელი
მისი დიდებით შეიმკო…
ვეფხისტყაოსნის გმირებმა
ეპოქა სიბრძნით შემოსეს,
ქართული სულის მშვენება
ზღაპრულ ფერებში გვიბოძეს…
ბევრმა იღვაწა უებროდ,
და ბევრმა თავი გასწირა,
დიდი ილიას ღირსებით
სხვა თვალთახედვა გასხივდა…
მერე და მერე… შორს წავალთ…
რჩეულნი ღვაწლში ზეობენ…
სისხლში ჩქეფს მოდგმის ამბავი,
წვრილმანზე დღესაც დაობენ…
მხნეობა ღმერთმა გვიბოძა,
მკურნალა წყლები გალობენ…
ერთობა შევკრათ, ისე რომ
ცბიერი მტერიც გაოგნდეს!..
***
ვერცა მახვილით გვიმონეს...
ვინც ღმერთს მიაგო ამაგი,
სიყვარულს მარად მიმოფენს...
ნოეს, იაფეტს, თარგამოსს,
პატივს მივაგებთ, თუმც ვცოდეთ;
ქართლოსის საფლავს ვეყმეთ და
კერპად ვაქციეთ… არ ვგოდებ…
როს, ჰეროდოტემ გათვალა;
”კოლხნი ეგვიპტელთ მოჰგავთო...
”ბევრი გვებრძოდა გზად, გავლად,
ქართველი ქველად მოძღვრავსო...
მემატიანე მოგვითხრობს...
ფაქტს შერევია ლეგენდაც,
აწმყო იმ წარსულს მოუხმობს
მომავალს, რომ რგებს შენებად...
ვეხმიანებით შუმერებს,
ჰიმნებს, ასოებს, არაკებს...
ვინც აქებს მეფე აიეტს,
მას მედეაც აღელვებს...
შვილნი ვართ რჩეულთ მოდგმისა _
მავანო არა, არ ვგოდებ…
ქუჯი _ ფარნავაზს;
მადლი _ მადლს,
მოძულე კვლავაც აოტდეს…
ამერ-იმერთა წიაღში,
ვინც იწვრთნა, _ იშვა მეორედ…
თავად ელინებს ყიაში _
ქართული ღვინო აბოდებს…
ქრისტეს სიბრძნეში ავმაღლდით,
შემწე მოციქულთ მადლითა,
ქალწული ნინოს ამაგით
ვიხარეთ ჯვარი-ვაზითა...
წარმართი მეფე მირიან
შემწყნარებელი გულითა,
ღვთიურ ნიშანსა მიენდო,
ციურ საუფლოს დამკვიდრდა...
”ღმრთის-მოყუარისა მეფისა”
ვახტანგ გორგასლის გმირობამ,
”ქართლის ცხოვრება” მოხატა,
ლეგენდად იქცა პირობა…
მერე ტაოდან ქართამდე,
აფხაზთ მეფენი ლაშქრობდნენ,
ჭანურ-ლაზურად უქცევდნენ,
საქმით ქართულად იღწვოდნენ…
და როს გამეფდა დავითი,
ბრძოლა ბრძოლაზე მოიგო,
აღმაშენებლის სახელი
მისი დიდებით შეიმკო…
ვეფხისტყაოსნის გმირებმა
ეპოქა სიბრძნით შემოსეს,
ქართული სულის მშვენება
ზღაპრულ ფერებში გვიბოძეს…
ბევრმა იღვაწა უებროდ,
და ბევრმა თავი გასწირა,
დიდი ილიას ღირსებით
სხვა თვალთახედვა გასხივდა…
მერე და მერე… შორს წავალთ…
რჩეულნი ღვაწლში ზეობენ…
სისხლში ჩქეფს მოდგმის ამბავი,
წვრილმანზე დღესაც დაობენ…
მხნეობა ღმერთმა გვიბოძა,
მკურნალა წყლები გალობენ…
ერთობა შევკრათ, ისე რომ
ცბიერი მტერიც გაოგნდეს!..
***
ვარსკლავთ პირბადეთ ბინდავს…
ის ქარი სევდას ამძაფრებს,
ვარსკლავთ პირბადეთ ბინდავს,
სიცოცხლის სურვილს ანაცრებს,
და ლექსებს ჩემსას ქირდავს…
***
უმწეო ჩანდა იმ გრძნობასთან…
ღვინო კი,
გახლდათ მორთმეული მოძღვარ იოსი,
ამკობდა სული ცელქი სიოსი…
…თავად გიორგი;
ხელოსანი, ნაღდი ოსტატი...
კომპიუტერის ჩამხედავი, ბიჭი ტალანტი;
თითქოს უშუალო, სხვაფრივ მოქნილი,
და ვირტუოზი დათქმა-გადათქმის…
…ვინც ”გაიჩითა”, ”დაითრია” და "ამოქაჩა",
დროის დისკეტზე ჩაწერილნი
ელოდნენ ეკრანს,
მაგრამ გვძალავდა სხვა სათქმელი,
ხედვა ბავშური,
ლექსის მოსმენის აღგვძვროდა მადა…
…აქ ჩემმა ვაჟმა იჩინა თავი,
მხნედ შემართულმა შვიდი წლის ბიჭმა:
”შემომეყარა ყივჩაღიო!.." უწია ხმას და
გამორჩეული ტონალობის დაირხა გამა…
… მერე გოგონამ აიშვა თავი,
ცხრა წლის ფერია ანა-ანიტამ;
”მე დღეს ყაყაჩო შემომხვდაო…”
ხვედრი ხვედრია,
და მიგვიძღვოდა სიტყვა-გენია…
…იქვე, მხატვრობა გაიხსენა ”პოეტმა დედამ”,
მუსიკალური ფიქრების ქალმა,
სტუმარს მიეცა სხვა ასპარეზი,
ნორჩ შემოქმედთა ღირსებების მოხაზა ქარგა…
…ხსნიდა შუქ-ჩრდილებს თუ ფერთა გამას,
კომპოზიციის სივრცულ ბალადას,
და მასპინძლობა ასე ნაცადი,
შვენოდა სათქმელს და ბავშვურ განცდას…
კომპიუტერი აღარ იყო ხსნა და საშველი,
უმწეო ჩანდა იმ გრძნობასთან
ტექნობალადა…
უფრო თითიდან გამოწოვილს ჰგავდა
ყოველი, _ვინც ”გაიჩითა”, ”დაითრია” და ”ამოქაჩა”…
უმწეო ჩანდა იმ გრძნობასთან…
ღვინო კი,
გახლდათ მორთმეული მოძღვარ იოსი,
ამკობდა სული ცელქი სიოსი…
…თავად გიორგი;
ხელოსანი, ნაღდი ოსტატი...
კომპიუტერის ჩამხედავი, ბიჭი ტალანტი;
თითქოს უშუალო, სხვაფრივ მოქნილი,
და ვირტუოზი დათქმა-გადათქმის…
…ვინც ”გაიჩითა”, ”დაითრია” და "ამოქაჩა",
დროის დისკეტზე ჩაწერილნი
ელოდნენ ეკრანს,
მაგრამ გვძალავდა სხვა სათქმელი,
ხედვა ბავშური,
ლექსის მოსმენის აღგვძვროდა მადა…
…აქ ჩემმა ვაჟმა იჩინა თავი,
მხნედ შემართულმა შვიდი წლის ბიჭმა:
”შემომეყარა ყივჩაღიო!.." უწია ხმას და
გამორჩეული ტონალობის დაირხა გამა…
… მერე გოგონამ აიშვა თავი,
ცხრა წლის ფერია ანა-ანიტამ;
”მე დღეს ყაყაჩო შემომხვდაო…”
ხვედრი ხვედრია,
და მიგვიძღვოდა სიტყვა-გენია…
…იქვე, მხატვრობა გაიხსენა ”პოეტმა დედამ”,
მუსიკალური ფიქრების ქალმა,
სტუმარს მიეცა სხვა ასპარეზი,
ნორჩ შემოქმედთა ღირსებების მოხაზა ქარგა…
…ხსნიდა შუქ-ჩრდილებს თუ ფერთა გამას,
კომპოზიციის სივრცულ ბალადას,
და მასპინძლობა ასე ნაცადი,
შვენოდა სათქმელს და ბავშვურ განცდას…
კომპიუტერი აღარ იყო ხსნა და საშველი,
უმწეო ჩანდა იმ გრძნობასთან
ტექნობალადა…
უფრო თითიდან გამოწოვილს ჰგავდა
ყოველი, _ვინც ”გაიჩითა”, ”დაითრია” და ”ამოქაჩა”…
ერთი ლექსი დამეკარგა
ერთი ლექსი დამეკარგა
ტაეპწანწკარა…
აქ ვეძებე, იქ ვეძებე,
არა და არა…
ვერ ვიპოვე ის ფურცელი,
გადაიმალა,
დისკიდანაც სადღაც გაქრა,
არ გამიმართლა…
ეჰ, ჩამწყვიტა გულისგული,
ლექსმა ლამაზმა,
და შემორჩა სულში,
ვითარც,
ტკივილ-ქარაგმა…
თავანკარა, წრფელზე წრფელი,
ფიქრი კამკამა…
წარსულს შერჩა ფრთებხატულა,
სევდამ დამღალა…
***
ერთი ლექსი დამეკარგა
ტაეპწანწკარა…
აქ ვეძებე, იქ ვეძებე,
არა და არა…
ვერ ვიპოვე ის ფურცელი,
გადაიმალა,
დისკიდანაც სადღაც გაქრა,
არ გამიმართლა…
ეჰ, ჩამწყვიტა გულისგული,
ლექსმა ლამაზმა,
და შემორჩა სულში,
ვითარც,
ტკივილ-ქარაგმა…
თავანკარა, წრფელზე წრფელი,
ფიქრი კამკამა…
წარსულს შერჩა ფრთებხატულა,
სევდამ დამღალა…
***
ცაში ნაბარტყი…
ცირას…
შენა ხარ მშვენი, ლამაზი ქალი,
და სიყვარული ლექსად ნამაჭრი,
ნებით მორჩილი, საამოდ ურჩი,
თანამოზარე, ცაში ნაბარტყი…
როს პოეზიით სუნთქავ და გალობ,
მელოდიაა სიტყვების ქნარი…
იქვე, როდესაც ტაეპში ლაღობ,
ფერთა სევდაა შენი საგზალი…
დედობის მადლი ანგელოზებმა
შენი დათმენით კაზმეს და ქარგეს…
უფლის წყალობა ზეცად გაცხადდა _
შვილთა ალერსი მხნეობით გავსებს…
წლები მიძღვენი და გატაცება
დღესაც გაბრუნებს გზნებათა ჩქერში,
დიდხანს დაჰყავი შვილთა იმედად,
შენ პოეტური სიწრფელე გშვენის…
***
ცირას…
შენა ხარ მშვენი, ლამაზი ქალი,
და სიყვარული ლექსად ნამაჭრი,
ნებით მორჩილი, საამოდ ურჩი,
თანამოზარე, ცაში ნაბარტყი…
როს პოეზიით სუნთქავ და გალობ,
მელოდიაა სიტყვების ქნარი…
იქვე, როდესაც ტაეპში ლაღობ,
ფერთა სევდაა შენი საგზალი…
დედობის მადლი ანგელოზებმა
შენი დათმენით კაზმეს და ქარგეს…
უფლის წყალობა ზეცად გაცხადდა _
შვილთა ალერსი მხნეობით გავსებს…
წლები მიძღვენი და გატაცება
დღესაც გაბრუნებს გზნებათა ჩქერში,
დიდხანს დაჰყავი შვილთა იმედად,
შენ პოეტური სიწრფელე გშვენის…
***
ლექსმა გასწიოს იქნებ ქველობა…
მე სხვებისათვის ვიღწვოდი ხშირად,
მაგრამ ჩემს სულსაც უნდა წამალი,
და ვერ დავმალავ, ოცნება მტკივა,
ღმერთმა ისმინოს ნატვრა ამგვარი:
ღმერთმო, განავრცე და განადიდე
ქართველთ ერთობა და ერთგულება,
გულთან ტრიალებს კვირტების სითბო,
ლექსმა გასწიოს იქნებ ქველობა…
***
ანას
ქალიშვილს
შენა ხარ ლაღი, ტიტინა ქალი,
მუდამ მჩქეფარე,
ნავარდობ ჩვენში,
მოგვაფრქვევ განცდებს
ციურ ფერთასვლით,
და თავს იმკვიდრებ
იმპულსურ ფეთქვით…
როს აგიტაცებს დიდების ტალღა
და როს გახდები რჩეული ქალი,
სხვაგვარად იგრძნობ მშობლების ნაღვაწს,
ცრემლს დაიმშვენებს ლამაზი თვალი…
იქვე, სიცოცხლე
კვლავ შემოგცინებს,
მორიგ ზღაპარში მოჰყვები ქადილს,
ხოტბად მიიღებ ვარდებს და იებს,
შეგეგებება ლოცვა და მადლი…
***
*** ქალიშვილს
შენა ხარ ლაღი, ტიტინა ქალი,
მუდამ მჩქეფარე,
ნავარდობ ჩვენში,
მოგვაფრქვევ განცდებს
ციურ ფერთასვლით,
და თავს იმკვიდრებ
იმპულსურ ფეთქვით…
როს აგიტაცებს დიდების ტალღა
და როს გახდები რჩეული ქალი,
სხვაგვარად იგრძნობ მშობლების ნაღვაწს,
ცრემლს დაიმშვენებს ლამაზი თვალი…
იქვე, სიცოცხლე
კვლავ შემოგცინებს,
მორიგ ზღაპარში მოჰყვები ქადილს,
ხოტბად მიიღებ ვარდებს და იებს,
შეგეგებება ლოცვა და მადლი…
***
ავთანდილს
ვაჟიშვილს
მოხვედ მემკვიდრედ დიდებულ კაცთა,
ვაჟიშვილს
მოხვედ მემკვიდრედ დიდებულ კაცთა,
ნიჭით, უნარით გაითამამებ,
იქნები ტრფობის საუნჯე ქალთა,
და გრძნებით სივრცეს შეათამაშებ…
გამოწვრთნი წარსულს მომავლის მეკვლედ,
მომავალს აქცევ ქვეყნის მშვენებად,
და ამომაცლი გულიდან ეკლებს,
ნანატრს შემოსავ გრძნეულ ფერებად…
***
***
სიზმარს ჰქონდა თვისი ახსნა...
სიზმარს ჰქონდა თვისი ახსნა _
სიყვარულსაც თავისი,
მე კი ბედმა კვლავ მიმტყუნა,
გულთან ჩაწვა დაისი…
მოვეშვი და მოვიღვენთე,
მივჰყევ შუქის ნაკვალევს
და უეცრად, ძალამ ღვთისა
შემომძახა _ მანდ დადექ!
ის-ის იყო ზღურბლს მივადექ,
შემეგება აისი!
სიზმარსაც და სიყვარულსაც
სხვა ახსნა აქვს, _ თავისი…
მზის ჩასვილსას აგიხდება
სიყმაწვილის ”გაისი”,
გიბრუნდება ბრძოლის ჟინი
და სიცოცხლის ხალისი…
***
სიყვარულსაც თავისი,
მე კი ბედმა კვლავ მიმტყუნა,
გულთან ჩაწვა დაისი…
მოვეშვი და მოვიღვენთე,
მივჰყევ შუქის ნაკვალევს
და უეცრად, ძალამ ღვთისა
შემომძახა _ მანდ დადექ!
ის-ის იყო ზღურბლს მივადექ,
შემეგება აისი!
სიზმარსაც და სიყვარულსაც
სხვა ახსნა აქვს, _ თავისი…
მზის ჩასვილსას აგიხდება
სიყმაწვილის ”გაისი”,
გიბრუნდება ბრძოლის ჟინი
და სიცოცხლის ხალისი…
***
...რომ სიკეთით მტრობა გადახნას…
იქნებ მოეშვას მტრის შენდობას,
ფანდით იგუოს,
ავგული ფლიდთან დაასახლოს,
შეუქოს ნირი,
მოშურნე სხვათა მოამძლავროს,
დააფრთიანოს,
ყალბად შეუმკოს საქციელი,
სიტყვა და ფიქრი…
და როს ღინცილში ალესილი
კბენას დაიწყებს,
გესლი მიუშვას და არც ცილი,
შუღლი ალაგმოს...
მერე კი, როცა მოძმის სისხლით
ხახას აივსებს,
ფეხი წაჰკრას და ყველანი
ხაროს ჩაჰყაროს…
გახდეს ისეთი, ვითარც მოყმე
მალვით მპარავი,
ხელმოცარული არ დაინდოს, _
სისხლით ნაგეში,
მარჯვედ უყელოს, გადაქელოს,
იგდოს ნადავლი,
მაგრამ ეს გული ეურჩება,
ღმერთს არს ნავედრი!..
და თუმც, კი იცის, სათარეშოდ ვინ
როგორ დაძრწის,
ვინ როგორ ფლიდობს და ითვისებს
სხვის ნაამაგარს,
როგორ დასცინის შემალულად
მედროვე ფარსში,
მაინც ის უჯობს, რომ სიკეთით
მტრობა გადახნას...
***
***
მაგრამ აღმასვლის კვლავ შერჩა ნიჭი…
ოცნების მოყვარულს ფეხი რომ დაუცდა,
მწვერვალის დალაშქვრის იპყრობდა ჟინი,
უფსკრულში ჩავარდნილს ”იმიჯი” წაუხდა,
მაგრამ აღმასვლის კვლავ შერჩა ნიჭი…
თუმც, ძალა უდრეკი უფსკრულში ჩაიბნა,
სიპ ფსკერზე იპოვა ადგილი სამკვიდრო,
უფსკრულში სიკეთემ ფესვიც კი გაიდგა,
თუმცაღა მწვერვალმა ვერცარა გაიგო…
მან, მაინც მიხედა ჩაბნეულ სიკეთეს,
გულიდან ნაჟური სინათლით გაათბო,
ცისკენ ეზიდება უხილავ სამყაროს,
და სული წყვდიადში კელაპტრად აინთო…
***
ფხიზლობს თამამი ამონამღერი...
მოგავხარ იმ ეულ ბინადარს,
შორეულ ხმებთან, რომ სახლობს,
გოდებსო, ფიცხდება მავანი,
ანცობსო, მოკეთე ლაყბობს…
არ გერჩით, არ გებრძვით მოძმენნო,
ვიღიმი და თანაც ვდარდობ…
ფხიზლობს თამამი ამონამღერი და
მიძინებულს აკრთობს…
აუწვეს შეგრძნება ტაეპთ გენებმა და
ვიღაც ხელდება, ცხარობს…
ბალღის ღნავილიც ხომ გძაბავს გენაცვა,
ქარის ღმუილი გაფრთხობს…
ამ ტემბრის ელფერი მწარედ თუ გიცვნია,
წამალიც ასეა კარგო,”
ცივი სიმღერის” მსუსხავი კილო ხომ
შეგნებას კვერავს, აწრთობს…
ტაეპო! ცის მიღმა ნავარდი გწადია _
მოყვასის იმედით ლაღობ…
პლანეტის სიმღერა ყრუსაც კი უცვნია,
ოცნებით მოსმენას ნატრობს,
სტროფებში ჩართული
ავ-კარგის სიმძაფრე,
გამგებთან სხვაგვარად ფასობს,
ფხიზლობს თამამი ამონამღერი,
და მიძინებულს აკრთობს…
***
მაგრამ აღმასვლის კვლავ შერჩა ნიჭი…
ოცნების მოყვარულს ფეხი რომ დაუცდა,
მწვერვალის დალაშქვრის იპყრობდა ჟინი,
უფსკრულში ჩავარდნილს ”იმიჯი” წაუხდა,
მაგრამ აღმასვლის კვლავ შერჩა ნიჭი…
თუმც, ძალა უდრეკი უფსკრულში ჩაიბნა,
სიპ ფსკერზე იპოვა ადგილი სამკვიდრო,
უფსკრულში სიკეთემ ფესვიც კი გაიდგა,
თუმცაღა მწვერვალმა ვერცარა გაიგო…
მან, მაინც მიხედა ჩაბნეულ სიკეთეს,
გულიდან ნაჟური სინათლით გაათბო,
ცისკენ ეზიდება უხილავ სამყაროს,
და სული წყვდიადში კელაპტრად აინთო…
***
ფხიზლობს თამამი ამონამღერი...
მოგავხარ იმ ეულ ბინადარს,
შორეულ ხმებთან, რომ სახლობს,
გოდებსო, ფიცხდება მავანი,
ანცობსო, მოკეთე ლაყბობს…
არ გერჩით, არ გებრძვით მოძმენნო,
ვიღიმი და თანაც ვდარდობ…
ფხიზლობს თამამი ამონამღერი და
მიძინებულს აკრთობს…
აუწვეს შეგრძნება ტაეპთ გენებმა და
ვიღაც ხელდება, ცხარობს…
ბალღის ღნავილიც ხომ გძაბავს გენაცვა,
ქარის ღმუილი გაფრთხობს…
ამ ტემბრის ელფერი მწარედ თუ გიცვნია,
წამალიც ასეა კარგო,”
ცივი სიმღერის” მსუსხავი კილო ხომ
შეგნებას კვერავს, აწრთობს…
ტაეპო! ცის მიღმა ნავარდი გწადია _
მოყვასის იმედით ლაღობ…
პლანეტის სიმღერა ყრუსაც კი უცვნია,
ოცნებით მოსმენას ნატრობს,
სტროფებში ჩართული
ავ-კარგის სიმძაფრე,
გამგებთან სხვაგვარად ფასობს,
ფხიზლობს თამამი ამონამღერი,
და მიძინებულს აკრთობს…
***
***თუ გასხვისდა «ქართული ცა»…
მოიხიბლნენ ქართული ცის
მოიხიბლნენ ქართული ცის
ლაჟვარდოვან მშვენებით,
ცის სარკმელით, სამშვენისით,
ცისარტყელას ფერებით…
ფთილა ღრუბლით,
ფანტელებში მოციაგე სხივებით,
მწვერვალებთან,
ნისლ-ბურუსში შემალული ხედებით…
თუ გასხვისდა ქართული ცა, _
თუ გასხვისდა ქართული ცა, _
საარაკო ფერწერის,
ტალღებიდან არეკლილი
მოლივლივე წინწკლებით,
მთვარის ხიბლით,
ზოდიაქოს ორნამეტულ იერით...
მერე სადღა აიხედავ
ლოცვითა და ვედრებით...
***
***
ალერსშიც იდენს…
ლოცვით ილოცე, ბევრს ვერ უშველე,
მრავალი დარჩა ფერების მიღმა,
ზოგსაც სიკეთე ფარად უმარჯვე,
სულმა ალერსი მოგიძღვნა ციდან…
ვისაც შველოდი, მალვით გიღრენდა,
თუმც, უშენობით კარგავდნენ იმედს,
ყველა გიყვარდა?! არა, არ გძულდა,
ქვეყნის ბალღამი ალერსშიც იდენს…
***
სიზმრიდან ცხადში გასახარი მომაქვს ნერგები...
როს დავიძინე და წავაწყდი მე ლამაზ ქალაქს,
მესმა ჩურჩული:
აქ დარჩი და კვლავ შესძლებ ფრენას,
აქ იმუსიკე, აქ იქნება სამშობლო შენი,
აქ, შენ მოგელის დიდება და უშრეტი ლხენა...
მაგრამ ვერ შევძელ,
ცხადში დამრჩა სიტყვა ერთგული,
ორგული კაცნი და სამშობლო ფრიად ნატანჯი,
უფლის სახელზე დასანთები თაფლის სანთლები
და სიყვარული მოსაწევი ვით მოსავალი...
ლექსების ფრთებზე მოტიტინე მგზნებარე ხალხი,
დაუბინდავი სიმღერების მწველი ჰანგები...
ვალი ვალია, გასტუმრება მას შვენის მადლით,
სიზმრიდან ცხადში გასახარი მომაქვს ნერგები...
***
მესმა ჩურჩული:
აქ დარჩი და კვლავ შესძლებ ფრენას,
აქ იმუსიკე, აქ იქნება სამშობლო შენი,
აქ, შენ მოგელის დიდება და უშრეტი ლხენა...
მაგრამ ვერ შევძელ,
ცხადში დამრჩა სიტყვა ერთგული,
ორგული კაცნი და სამშობლო ფრიად ნატანჯი,
უფლის სახელზე დასანთები თაფლის სანთლები
და სიყვარული მოსაწევი ვით მოსავალი...
ლექსების ფრთებზე მოტიტინე მგზნებარე ხალხი,
დაუბინდავი სიმღერების მწველი ჰანგები...
ვალი ვალია, გასტუმრება მას შვენის მადლით,
სიზმრიდან ცხადში გასახარი მომაქვს ნერგები...
***
ჯანრი გოგეშვილი
სიზმრიდან ცხადში
პოეზია
სიზმრიდან ცხადში
პოეზია
***
ჯანრი გოგეშვილი პროზა, პოეზია, ესსე (პუბლიცისტიკა), დრამატურგია, აუდიო-ვიდეო ... / Janri Gogeshvili Prose, Poetry, Essays, Articles, The drama, A-V
- =======
- © გახსოვდეთ!..
”საავტორო უფლება”
Комментариев нет:
Отправить комментарий